თარგმნა
წლების მანძილზე დაგვიგროვდა ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში მუშაობით, რასაც წარმატებით ვიყენებთ არსებულ კლიენტებთან ურთიერთობაში და აქტიურად ვამყარებთ ახალ კონტაქტებს.

ჩვენ ვთარგმნით ქართული და რუსული ენებიდან ძირითად ევროპულ ენებზე და პირიქით. ასევე ჩინურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.

საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალური მობილიზაციით დროულად ვასრულებთ დიდი მოცულობის თარგმანებს. კარგი თარგმანისათვის აუცილებელია იმ სფეროში გარკვეული ცოდნის დაგროვება, რასაც თარგმანი ეხება, ამიტომ ჩვენ მობილიზებული ვართ ეკონომიკურ, იურიდიულ, სამედიცინო, ტექნიკურ, ლიტერატურულ და სხვა სფეროებში სამუშაოდ.

ჩვენ ვზოგავთ დროს კლიენტებისთვის: შეკვეთას ვიღებთ და ვაგზავნით ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ჩვენ ვიზრდებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ვეუფლებით ახალ ტექნოლოგიებს, ვაფართოებთ ჩვენს ერუდიციას და ვითვისებთ სიახლეებს. თქვენც დარწმუნდით ამაში.